თეგებით ძიება

„მიშასთვის იქნება გზავნილი - ბრძოლა ბოლომდე“ - ნიკოლოზ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მივიდა.

ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, ხალხს სააკაშვილი ისეთი სჭირდება, როგორსაც იცნობენ და როგორიც არის.

მისივე თქმით, სუსტი მიშა ამ ქვეყნისთვის დამღუპველია.

„როგორც ექიმმა მივმართე გუშინ, ავუხსენი, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. გავუშიფრე ხალხს სჭირდება შენი ენერგია, დინამიკურობა, აზროვნება და შენი სიყვარული სამშობლოსადმი, ზუსტად ასეთი ტექსტი გავუგზავნე. მიშა სუსტი, რაღაც მიზეზების გამო ამ ქვეყნისთვის დამღუპველია.

მიშა ხალხს ისეთი სჭირდება, როგორიცაა და როგორსაც ვიცნობთ. სამწუხაროდ, შიმშილობის შეწყვეტაზე უარი მითხრა. მაგრამ თქვა - შენ ჩემი ხასიათი და მიზანსწრაფვა იცი, მე გავალ ბოლომდე. ამიტომ, მივმართავ კიდევ ერთხელ: მიშა, ტაშს გიკრავ, ბრძოლა ბოლომდე“, - აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა