თეგებით ძიება

ცნობილია ფილმი, რომელიც "ოსკარზე" საქართველოდან გაიგზავნება

"ოსკარსა" და "ოქროს გლობუსზე" საქართველოდან ლევან კოღუაშვილის ფილმი - "მეოთხე ბრაიტონი" გაიგზავნება.

ფილმი ქართველი ემიგრანტების შესახებ მოგვითხრობს.

"მეოთხე ბრაიტონი" გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის, კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.

ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს.

წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოდა.

"რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე.

"პერსონა #2" – რეჟისორი ნინო ბასილია.

"მეოთხე ბრაიტონი" – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა