თეგებით ძიება

თბილისში, აქცია - "თავისუფლება მიშას" დასრულდა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერეი აქცია "თავისუფლება მიშას" ეროვნული ჰიმნით დასრულდა.

აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხეს. მან მხარდამჭერებს დიდი შერიგებისკენ მოუწოდა.

როგორც აქციის ორგანიზატორი პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 30 ოქტომბერს ან ივანიშვილი შეეგუება დამარცხებას ან ბრძოლა იქნება ბოლომდე.

ცნობისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია 3საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი უკვე მე-14 დღეა შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა