თეგებით ძიება

"ოცნება" ქვეყნის მმართველობას აბარებს "ნაც ფაშისტთა მოძრაობას" და ყველა, ვინც ნაცების გვერდით არ დგას, მიდის ციხეში" - იუნა შაფათავა

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა აქციას "თავისუფლება მიშას" ეხმაურება, რომელის "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით თბილისში გაიმართა.

"შემდეგი სერია: ოცნება ქვეყნის მმართველობას მთლიანად აბარებს ნაც ფაშისტთა მოძრაობას და ყველა, ვინც ნაცების გვერდით არ დგას, მიდის ციხეში სამუდამოდ, ქონება ჩამოერთმევათ, საქართველო უერთდება რუსეთს და მიშა პუტინის დასმული გუბერნატორია. ყველანაირი განსხვავებული აზრი ისჯება სასტიკად. ნულოვანი ტოლერანტობა ყველას, ვინც ნაც ფაშისტი არაა.
ყველა “ურჩი” ისჯება; ვინც მიშას არ აღიარებს- წამებით სიკვდილით დასჯა, მისი კერპთაყვანისმცემლების რიტუალური ცეკვა გინების ფონზე.
დეას ანეკდოტი აქტუალურია, როგორც არასოდეს:
ასკარიდამ (განავალის ჭიამ), უკანალიდან თავი გამოყო და მამას ეკითხება:
- მამა, აქ რატომ ვცხოვრობთ?
- შვილო, არის ასეთი მცნება- სამშობლო!
ვიზიარებ! ვწუხვარ, რომ საღი აზროვნება ფაშიზმის, სადიზმის თაყვანისცემის მენტალობასთან უძლურია….", - წერს შაფათავა.

ცნობისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია გაიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა