თეგებით ძიება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თეირანი მზად არის განაახლოს ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, სეიდ აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი მზად არის დაუყოვნებლივ განაახლოს ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები, თუ სხვა მხარეები ამის სურვილს გამოთქვამენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. 

"ირანი მზად არის ბირთვული მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დასაწყებად. თეირანი მზადაა ამ კვირაში დაიწყოს მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე, თუკი სხვებს ექნებათ სურვილი“, - აცხადებს არაღჩი. 

ამასთან, „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანში მინიმუმ 492 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 1645 დაშავდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა