თეგებით ძიება

კიევმა უნდა მიიღოს ფაქტი, რომ უკრაინის ზოგიერთი ტერიტორია შესაძლოა დარჩეს რუსეთის კონტროლის ქვეშ, სულ მცირე, "დროებით" მაინც - ჩეხეთის პრეზიდენტი

ჩეხეთის პრეზიდენტის პეტრ პაველის განცხადებით, უკრაინამ რეალისტურად უნდა შეხედოს საკუთარ მიზნებს. მისი განმარტებით, კიევმა უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ უკრაინის ზოგიერთი ტერიტორია შესაძლოა დარჩეს რუსეთის კონტროლის ქვეშ, სულ მცირე, "დროებით" მაინც. ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი ავრცელებს.

პრეზიდენტის განცხადებით, დიდი ალბათობით, ომის შედეგად, უკრაინის გარკვეული ტერიტორიები, დროებით, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დარჩება, მაგრამ, ეს, შეიძლება, წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

გამოცემის ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტობა, ძირითადად, ფორმალური თანამდებობაა, მაგრამ პეტრ პაველის შეხედულებები, რომელიც შარშან ხმათა უმრავლესობით აირჩიეს, ქვეყნის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის შეხედულებებს შეესაბამება. პაველს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს უსაფრთხოების საკითხებზე, როგორც ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა