თეგებით ძიება

"სადღაც 10 000-მა კაცმა მოიყარა თავი... სად არის 100 000 ერთგული მიშისტი?!" - ლევან ნიკოლეიშვილი

ნალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი თბილისში, თავისუფლრბის მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენთის მხარდასაჭერად გამართულ აქციას, სოციალურ ქსელში აფასებს:

"აქცია, რომელიც ქვეყნის შეზანზარებით ემუქრებოდა მთელ საქართველოს, აქცია რომელიც ლამის სააკაშვილის ციხიდან უპირობო გამოშვებით იმუქრებოდა - სინამდვილეში სადღაც 10 000 კაცმა მოიყარა თავი. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე,როდესაც თუ კი სადმე მხარდამჭერი ჰყავდათ ყველა ჩამოიყვანეს. ახლა რამდენი ხანი ემზადებოდნენ?! სად არის 100 000 ( ასი ათასი) ერთგული მიშისტი?!ისე ცოტა ეჭვებიც გამიჩნდა ან ფული აღარ აქვთ იმდენი ან სულაც ლიდერებმა მოტეხეს, სააკაშვილს მაინც არავინ გამოუშვებს და ცოტა(ან სულაც ბევრი) თუ დაგვრჩება ცუდი არ იქნებაო?! ბიუჯეტის ფულს იპარავდნენ და აქციის ფული რომ მოეტეხათ გაუჭირდებოდათ? თან სააკაშვილს მაინც არაფერი არ ეშველება და...", - წერს ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია გაიმართა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა