თეგებით ძიება

"2012 წლის ცნობილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი, შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი აქცია იგივე მასშტაბის იყო" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი დღეს, თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციას აფასებს:

"რადგან 2012 წლის ცნობილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი შეფასებით დღევანდელი აქცია იგივე მასშტაბის იყო +/- 3%

მაშინაც და დღესაც მთავარი მოქმედი პირები ბიძინა და მიშა იყვნენ - მაშინ ბიძინა+მიშა-, ახლა პირიქით მიშა+ბიძინა", - წერს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია გაიმართა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა