თეგებით ძიება

"სააკაშვილმა მითხრა, რომ ამდენი ხალხი აქციაზე არც ვარდების რევოლუციის დროს ყოფილა" - ანა წითლიძე

საქართველოს პარლამენტის წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი 14 ოქტომბერს გამართული აქციის აღფრთოვანებულია.

"არის ძალიან მხნედ. ფიზიკურად რა თქმა უნდა ეტყობა შიმშილობა. გუშინდელი დღით არის აღფრთოვანებული, მითხრა რომ ამდენი ხალხი აქციაზე არ ყოფილა არც ვარდების რევოლუციის დროს. განსაკუთრებულად უხარია და აღნიშნა რომ თბილისი იყო გამოსული გუშინდელ აქციაზე. შიმშილობის შეწყვეტაზე არ მალაპარაკა. გამხდარხართ ბატონო პრეზიდენტოთქო და კი გავხდი მაგრამ შენ უფრო გამხდარი ხარო", — წერს წითლიძე ფეისბუქგვერდზე.

14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა