თეგებით ძიება

“ერმა მიატოვა მიხეილ სააკაშვილი ციხეში” – იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი, რომელიც არჩევნების დღეს დაბრუნდა ქვეყანაში, სოციალურ ქსელში, წერს:

“უნდა ვაღიაროთ ყველამ რომ ერმა

მიატოვა მიხეილ სააკაშვილი ციხეში.

ის რომ ვიღაც ტვ შეფმა თქვა, აქ ციხესთან პლაკატი არ გააკრათ და არავინ გავაღიზიანოთო, არ ნიშნავს რომ უნდა დაემორჩილო

ან ვიღაც პოლიტიკანმა სიმწრით და ასეული კილომეტრიდან მისული ათიათასობით ადამიანი ,,გაათავისუფლა,, თანადგომის ფიზიკური მოვალეობისაგან სამი საათის მერე,

არ ნიშნავს რომ მართლა ასე მოიქცე.

დღეს საქმე საქართველოს ერთადერთი ცოცხალი პრეზიდენტის სიცოცხლეს ეხება,

პატიმრად მყოფის სიცოცხლეს

და როცა ერი ტოვებს ადამიანს მარტო,

ბერმა უნდა გადაიბაროს ეს მოვალეობა.

ბერის, ეკლესიის ვალია, ქრისტიანული ვალია პატიმრისათვის და მოშიმშილისათვის თანადგომა.

ეს სახარებისეული ვალია

ციხესთან მისვლა და ციხეში შესვლა ყველა ბერის და მამაოს ვალიცაა და უფლებაცაა.

როგორც შევიტყვე რუსთავის ციხეში ხანძარი იყოო, ვიღაცეები დაშავდნენო…ეს თქვენ რა გგონიათ?ეს ,,მოსამზადებელი სამუშაოებია,,ეს ,,ტრენინგია,,

გაჩნდება კიდევ ხანძარი და ,,ვერ მოახერხებენ გამოყვანას,, მერედა იძიე, რაღაც ზუსტად რა და როგორ მოხდა", - წერს ფრანგიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა