თეგებით ძიება

"ხელისუფლება გითხრიან სამარეს და დაცვას მიხედე, დაცვას!” – ემზარ კვიციანი

ყოფილი დეპუტატი, ემზარ კვიციანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:

“კოდორლებო დღეს კოდორლობაა, რასაც გილოცავთ ყველას იმათ გარდა, ვისაც არ გიღალატიათ კოდორისთვის და კოდორლებისთვის!

დღევანდელი დღე დავაარსეთ მონადირის წევრებმა 1994 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც ვიზეიმეთ გამარჯვება სოფელ აჯარაში და შევინარჩუნეთ სამუდამოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 30% ი, დიახ სამუდამოდ, რომ არა ხელისუფლებაში მოყვანილი უცხო ქვეყნის აგენტები, რომლებმაც ზურგში მახვილი ჩაგვცხეს გაგვანადგურეს და კოდორი დედასამშობლოს წაართვეს და გაყიდეს!

რა გაეწყობა ეხლა უკვე ახალს გვიმზადებენ და ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ, რადგან მთელი ეს წლები ცრუ ლიდერებით გვათამაშებენ და ხალხში ნიჰილიზმია და არცერთ ლიდერს პატიოსანი ხალხი არ ენდობა, ყველაფერი სულერთი გახდა!

დღევანდელ დღესთან კიდევ ერთი შემთხვევა მაკავშირებს.2001 წელს ალყიდან გამოსულებს ნაღმზე აფეთქებული თანამებრძოლი ხელიდან გვეცლებოდა, ზუსტად ამ დროს 7 უკლდა დილის რიჟრაზზე მოფრინდა ფრიდონ ფალიანი და გამოგვიყვანა დაჭრილიანად და გადაგვარჩინა, ამის შესახებ წინა პოსტში ვისაუბრა და აღარ გავიმეორებ! ვნახოთ დღევანდელი 15 ოქტომბერი რას მოგვიტანს.

დიდება ღმერთს და ღირსეული მშვიდობა ჩვენს ერს!!!

2014 წლის 28 თებერვალს ჩამოვედი საქართველოში, აეროპორტიდან პირდაპირ მიკრეს თავი ციხეში! 20 დღე კარანტინში მამყოფეს, შემდეგ გამიყვანეს საკანში, სადაც არანაირი ინფორმაცია არ მომეწოდებოდა, არ ვიცოდი გარეთ რა ხდებოდა.

დავიწყე შიმშილი და მე-9 დღეს გონება დავკარგე, ხაზს ვუსმევ მე-9 დღეს! არ ვარ სუსტი მაინდამაინც, მაგრამ შიმშილმა იცის გამოფიტვა მაგრამ მომაკვდინებელი არაა. ბადრაგი მთავაზობდა ხან ჩაის ხან შაქარს მაგრამ არ მივიღე.

მე-11 დღეს მომიტანეს ტელევიზორი და დამიდგეს, შიმშილიც შევწყვიტე შიმშილი ორგანიზმისთვის სასარგებლოა აფერისტობა კი მომაკვდინებელი!

რაღაცა დიდ შეთქმულებასთან გვაქ საქმე რუსეთ-ამერიკის სპეცსამსახურებისა ძალიან ბევრი დამთხვევაა უკვე,ამოძრავდა ხალხი უფრო სწორად აამოქმედეს, ჩემთვის ძაან ნაცნობი ხელწერებია, ფრთხილად ხელისუფლება გითხრიან სამარეს და გამახსენდა ფრაზა დაცვას მიხედე დაცვას!

მთელი უბედურება ბოლო 30 წელი სწორედ დაცვიდან მოდის ყველაზე დიდ მტერს ჩვენი ქვეყნისა, ყველაზე დიდი მტერი იცავს!

პ.ს.უბრალოდ გამოცდილება გაგიზიარეთ მეგობრებო ვისაც არ გიშიმშილიათ!”, - წერს კვიციანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა