თეგებით ძიება

გიორგი გახარია - არჩევნებზე წავალ... გარანტიას გაძლევთ, არცერთს პარტიას არ მოვხაზავ, რადგან ერთიც და მეორეც მომავლის არჩევანს უსპობს ქვეყანას

ექსპრემიერი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს მოიხდის, თუმცა არცერთი პარტიის შემოხაზვას არ აპირებს.

როგორც გახარია განმარტავს, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" მომავლის არჩევანს უსპობს ამ ქვეყანას, ორივე პარტიამ და პერსონალიები ამჯობინა სახელმწიფო ინტერესებს.

"როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებზე წავალ...ჩემი მხარდამჭერი ბევრად მეტს იმსახურებს და მე არ მაქვს მათთან ურთიერთობის პრობლემა, მაგრამ ჩემი დღეს ღიად დაფიქსირებულ პოზიციას ექნება სხვა სპეკულირებების შესაძლებლობა, რასაც მე არ გავაკეთებ, რომელიმეს რომ არ მოვხაზავ ამის გარანტიას გაძლევთ 1000%-იანს, გარანტიას გაძლევთ, არცერთ არ მოვხაზავ, რადგან ერთიც და მეორეც მომავლის არჩევანს უსპობს ამ ქვეყანას, ორივე პარტიამ და პერსონალიები ამჯობინა სახელმწიფო ინტერესებს", - აცხადებს გახარია.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართა. შდეგების თანახმად, 20 ქალაქში, მათ შორის თბილისში მეორე ტური დაინიშნა.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა