თეგებით ძიება

"მიკვირს, რომ ხალხისთვის იმის შეხსენება დაგვჭირდა, თუ რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ სააკაშვილის რეჟიმის დროს" - ია მეტრეველი

არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველმა განაცხადა, რომ არ შეიძლება მკვლელის შეწყალება, რომელმაც ახალგაზრდები გაჟლიტა, გაანადგურა ქვეყანა, რუსეთს ჩააბარა მიწები.

„მინდა გითხრათ, რომ დღეს აქ ვართ პოლიტპატიმრების და სააკაშვილის რეჟიმის მიერ განადგურებული ოჯახების ძალიან მცირე ნაწილი. ეს დღეები ვისმენთ, როგორ უნდათ, პოლიტპატიმრად მონათლონ სააკაშვილი, ის კი იქიდან ბედავს და მოძღვრავს თავის სექტას, როგორ უნდა მოიქცნენ. არ შემეძლო სახლში გაჩერება და ამიტომ შევიკრიბეთ აქ. 14:00 საათზე მივდივართ რუსთავის ციხესთან და იქ ნამდვილად ბევრი ხალხი იქნება. მიკვირს, რომ ხალხისთვის იმის შეხსენება დაგვჭირდა, თუ რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, რა პირობებში ვცხოვრობდით 9 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში მობილიზებული იქნება ყველა, ვისაც დაეზარა არჩევნებზე მისვლა. მეორე ტურში ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ. რამდენიმე მეუფემ სააკაშვილის შეწყალება ახსენა – როგორ შეიძლება მკვლელის შეწყალება, რომელმაც ახალგაზრდები გაჟლიტა, გაანადგურა ქვეყანა, რუსეთს ჩააბარა მიწები. ძალიან მიკვირს, რომ ამ ბოროტმა ძალამ ეკლესიაშიც შეაღწია. მე ძალიან მიმტევებელი ადამიანი ვარ, მაგრამ მიტევებას იმსახურებს ის, ვინც ნანობს თავის დანაშაულს. სააკაშვილს კი ერთი სული აქვს, როგორღაც დაბრუნდეს ხელისუფლებაში, რომ ვინც ცოცხლები ვართ, ყველანი გაგვანადგუროს. ამიტომ გვინდა გავახსენოთ საზოგადოებას, რომ სააკაშვილი არის არა პოლიტპატიმარი, არამედ დიდი დამნაშავე“, – აცხადებს ია მეტრეველი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა