თეგებით ძიება

„ნაციონალებს“ როცა ვუყურებ, არა მგონია, რომ ისინი ნორმალურები არიან, განსაკუთრებით კი მათი ბელადი" - რობერტ სტურუა

ამ სპექტაკლს 20 წელია ვუყურებთ, მაგრამ ჟანრი ვერ დავადგინე. მე მგონია, რომ ეს არის ფანტასმაგორია და ტრაგიკომედია ერთდროულად, - ამის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი - ისე მომბეზრდა ის, რაც ქვეყანაში ხდება. ორი რამ არის ჩვენთან კატასტროფული. პირველი - ქართველების ნაწილს აღარ უყვართ თავიანთი სამშობლო, მეორე - ცოტა არაადეკვატურები ვართ. ეს მაქსიმალურად გამოიხატება „ნაციონალებში“. როცა ვუყურებ, არა მგონია, რომ ისინი ნორმალურები არიან, განსაკუთრებით კი მათი ბელადი. ციურიხში არის „ზიგმუნდ ფროიდის“ სახელობის ფსიქიატრიული კლინიკა და იქ ხანდახან კონსულტაციებზე უნდა იარონ. ასეთი სიგიჟე არცერთ ქვეყანაში არ მინახავს. დარბაისელი, რაინდული, ზრდილობიანი ხალხი ვართ და უეცრად ასეთი აფეთქება - მე ძალიან მიკვირს, რატომ? პოლიკარპე კაკაბაძეს აქვს „ყვარყვარეში“ ისე, რომ ვერ გაერკვევი, სადაა ბოროტება და სად სიკეთე. ჩვენც ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ვართ. ხალხი დაბნეულია, მაგრამ ამას ლაპარაკი არ შველის. ზუსტად ესაა ტრაგედია“, - აღნიშნა რობერტ სტურუამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა