თეგებით ძიება

"სადაც სააკაშვილია იქ განახებთ ნამდვილი პოლიტპატიმრები ვინ არიან, ჩამოდით ციხესთან" - სულხან მოლაშვილის ძმა

რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დღეს საპროტესტო აქცია იგეგმება. უკვე გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს.

სულხან მოლაშვილის ძმა აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან მალე დაივიწყა უახლესი ისტორია.

"2 ზე რუსთავში ჩამოდით ციხესთან, სადაც სააკაშვილია და იქ განახებთ ნამდვილი პოლიტპატიმრები ვინ არიან. ქართველი ხალხი, როგორც ჩანს გულმავიწყია და უახლოესი ისტორია არ ახსოვს ან არ უნდა, რომ გაიხსენოს,"- აცხადებს მოლაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა