სროლა და ჩხუბი - რა მოხდა ხობის ცენტრში?
ხობში, პოლიციის შენობასთან ახლოს სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი ახალგაზრდას მამაკაცს გაუხსნა. ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, სროლას წინ ხელჩართული ჩხუბი უძღოდა.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებს არავინ დაუკავებია. ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.