თეგებით ძიება

"30 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლება სააკაშვილს თავიდან მოიშორებს" - გია ხუხაშვილი

30 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამეპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილი თავიდან მოიშოროს, - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, სააკაშვილს ბევრი დანაშაული მიუძღვის.

– მე პირადად ვარ დაზარალებული იმ პოლიტიკის გამო. თავის მოჭრით არავინ მემუქრებოდა, მაგრამ სისტემა ჩემზე ძალადობდა. მე რომ მითვალთვალებდნენ, მიყურადებდნენ და მისმენდნენ, შემიძლია ვივარაუდო, რომ ამის უკან იდგა სააკაშვილი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და მეტი არაფერი. ამ ყველაფერს მტკიცებულების ძალიან მაღალი ხარისხი სჭირდება.

სააკაშვილი დღეს არის პოლიტპატიმარი, იმიტომ კი არა, რომ უდანაშაულოა. ჩემი აზრით, ის დამნაშავეა, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ პოლიტპატიმარია, რადგან დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას აქვს მის მიმართ პოლიტიკური ინტერესი.

– არის სააკაშვილის გათავისუფლების შანსი?

– მისი სწრაფი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს შეწყალების აქტით და ეს არ არის ხელისუფლების გადასაწყვეტი. პრეზიდენტი ინსტიტუციურად დამოუკიდებელია.

– უკრაინისთვის გადაცემის საკითხი არ დადგება დღის წესრიგში?

– 30 ოქტომბრამდე ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, არაფერი შეიცვლება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ 30 ოქტომბრამდე სააკაშვილის ან გათავისუფლება, ან უკრაინისთვის გადაცემა, ან რაღაც სხვა ფორმით გაქრობა რომ მოხდეს ციხიდან, “ქართული ოცნება” სასტიკად წააგებს არჩევნებს. შესაბამისად, მეორე ტურებამდე იძახებენ, რომ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, რათა ამით თავიანთ ამომრჩეველს მოფხანონ გული. 30 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილი თავიდან მოიშოროს.

სააკაშვილი “ქართულ ოცნებას” უყვარდა, როცა იყო ქვეყნის გარეთ, იმიტომ, რომ სააკაშვილით აშინებდა ამომრჩეველს, მგელი მოდისო. აქ კი დიდი თავისტკივილია. ახლა მისი დაპატიმრება აწყობდათ არჩევნების მოსაგებად, ხოლო არჩევნების შემდგომი ამოცანა მისი მოშორება იქნება.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

akhalitaoba.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა