თეგებით ძიება

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მარნეულში უწყების უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე სრული სიცრუეა თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი.

გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია საოჯახო ნივთები.

ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა