თეგებით ძიება

ვიდეო მაჩვენეს მკვლელიაო, სასტიკად სცემეს - შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ოჯახის პირველი კომენტარი

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ, დიღმის სამმართველოსთან, სადაც 25 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბაჩუკი ლატარია და ბიძინა ხასია ჰყავთ გადაყვანილები. ადგილზე დაკავებულთა ოჯახის წევრები მივიდნენ და გვიან ღამით მათ საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ "ტვ პირველთან" ისაუბრეს.

დაკავებულების ახლობლები ამბობენ, რომ ლატარია და ხასია ერთმანეთის მეგობრები არიან. მათივე მტკიცებით, ქალის მკვლელობის მომენტში ორივე მათგანი სახლში იმყოფებოდა.

ერთ-ერთი დაკავებულის, ბაჩუკი ლატარიას მეუღლე "პირველებთან" ამბობს, რომ პოლიცია მის ქმარს სასტიკად გაუსწორდა, რის შემდეგაც მასაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

"ჩემს მეუღლეს ფეხებს თავისა და ზურგის არეში ურტყამდნენ. მე კი მეუბნებოდა, გავჩერებულიყავი, თირე ზედ დამაკლავდა. მას შემდეგ რაც არ გავჩერდი, ცემა მეც დამიწყო. მგონი იარაღის ჩადება უნდოდათ, საბოლოოდ ჩემი მეუღლის ჯინსის შარვალი წაიღეს"- აღნიშნავს ბაჩუკი ლატარიას მეუღლე.

ბიძინა ხასიას ცოლი იხსენებს, რომ მას სპეცოპერაციისას საბურთალოზე, გაზაფხულის ქუჩაზე, გადაღებული კადრები ანახეს და აიძულებდნენ ეთქვა, რომ კადრებში ასახული პირი მისი მეუღლე იყო.

"მეუბნებოდნენ, სად იყო შენი ქმარიო. ვუთხარი, რომ მთელი დღე ერთად ვიყავით, ახლა კი მეზობლებთან ავიდათქო. რაღაც ვიდეო მაჩვენა, მკვლელიაო, მე ვუთხარი სად ეს და სად ბიძინათქო, როგორც კი ეს ვთქვი, ტუჩებზე ხელი დამარტყა.

ჩემი მეუღლე დალეწილი იყო. ნეკნები მოტეხილი, ზეწარში გაახვიეს და ისე წაიყვანეს"- ამბობს დაკავებულის ცოლი.

სასტიკი მკვლელობა თბილისის ცენტრში - "პირველების" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა