ორჯერადად აცრილი 23 პირი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სექტემბრის თვის ბოლო მონაცემების თანახმად, ორჯერადად აცრილი 23 პირი გარდაიცვალა.
მისი თქმით, მიმდინარე თვის ბოლოს გამოქვეყნდება ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იქნება ორჯერადად აცრილებში ინფიცირების რამდენი შემთხვევა გვაქვს, ასევე ჯამში რამდენი ორჯერადად აცრილი პაციენტია გარდაცვლილი.