თეგებით ძიება

“ტრაილერის რიგითი მძღოლია” – ვინ დააკავეს სააკაშვილი საქმეზე?

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტზე დაკავებული კიდევ ერთი პირი ტრაილერის მძღოლია.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ მისმა ადვოკატმა განაცხადა.

„ახლა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემი აცილების საკითხი უნდა დააყენონ. ბრალდებულებზე ზეწოლას ახდენენ და გვიზღუდავენ საქმიანობას. არ გვეძლევა საშუალება სრულად განვახორციელოთ ბრალდებულების დაცვა. ტრაილერის რიგითი მძღოლია. სხვა ბრალდებულებთან არანაირ კავშირშია. ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა“

ცნობისთვის, მას ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება. სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით უკვე სამი პირი დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა