თეგებით ძიება

"თბილისიდან დაიწყება ქვეყნის გათავისუფლება უვიცობის და კორუფციის ჭაობიდან" - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი თბილისის კოალიციური მთავრობის წარდგენას ეხმაურება საერთო ოპოზიციური კადნიდატის, ნიკა მელიას მიერ და სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისიდან დაიწყება ქვეყნის გათავისუფლება უვიცობის და კორუფციის ჭაობიდან.

"ძალა ერთობაშია! თბილისმა არჩევანი სიბნელესა და სინათლეს შორის უნდა გააკეთოს. მჯერა ჩემი ქალაქის და მისი არჩევანის. თბილისიდან დაიწყება ქვეყნის გათავისუფლება უვიცობის და კორუფციის ჭაობიდან", - წერს სამადაშვილი ფეისბუქზე.

ცოტა ხნის წინ, თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ კოალიციური მთავრობის კანდიდატები წარადგინა.

თბილისსა და კიდევ 19 ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა