დასავლეთი ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ელოდება - ოთარ ზურაბიშვილი
საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელი, ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ დასავლეთი და ევროპელი პოლიტიკოსები ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ელოდებიან, თუ რა მოხდება 26 ოქტომბერს.
როგორც მან “რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა, სწორედ, 26 ოქტომბერს გამოჩნდება, “ოცნების“ კურსი ავიღეთ და მივდივართ რუსეთისკენ, თუ გვინდა ევროპა“.
ევროპული პოლიტიკური ძალებისთვის მიმართულება და პასუხი ნათელია, ძალიან კარგად ვიცით, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მზად არიან, დაგვეხმარნენ, რათა საქართველო დაუბრუნდეს იმ ადგილს, როდესაც ქვეყანამ ევროპული კურსიდან გადაუხვია. ისინი ჩვენს გადაწყვეტილებას ელოდებიან- რა მოხდება 26 ოქტომბერს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა, თუ ისევ “ოცნების“ კურსი ავიღეთ, ე.ი მორჩა, ყველა ნიშანი არის იმის, რომ მივდივართ რუსეთისკენ. თუ ჩვენ გვინდა სხვა კურსი, მაშინ პირდაპირ და ნათლად უნდა ავირჩიოთ, რომ გვინდა ევროპა“,- განაცხადა მან.