თეგებით ძიება

“დიდი შერიგება” ვერ მოხდება მანამდე, სანამ პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობის საქმე არ მივა ბოლომდე" - კონსტანტინე გამსახურდია

“30 წლის წინ ხელახლა დაფუძნებული დამოუკიდებელი საქართველო წინ ვერ წავა, ვიდრე არ მოხდება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა,”- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია.

პირველი პრეზიდენტის ვაჟი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის სტატიას აქვეყნებს ამ თემასთან დაკავშირებით და წერს:

“დიდი შერიგება” ვერ მოხდება მანამდე, სანამ პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობის საქმე არ მივა ბოლომდე, და ამ მკვლელობის დამკვეთებიც და უშუალოდ შემსრულებლებიც არ გახდება ცნობილი.“

კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ ცუცქირიძის მოსაზრებას იზიარებს და კინოფილმ „მონანიების“ ერთ ფრაგმენტს იხსენებს.

„სავსებით ვეთანხმები სტატიის ავტორს – გიორგი ცუცქირიძეს. სხვა შემთხვევაში გარანტირებული გვაქვს იგივე, რაც ფილმი “მონანიების” ერთ სცენაშია: ჭირისუფლებს მხარზე უდევთ ვარლამ არავიძის სასვენებელი და ცდილობენ დახურული სივრციდან გაღწევას, მაგრამ ვერ ახერხებენ – აქეთ-იქით აწყდებიან,“- წერს კონსტანტინე გამსახურდია.

პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტსაც ეხმაურება და წერს, რომ ჟორჟოლიანის პათოსის მიხედვით, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უფლება არ ჰქონია.

„ამას კი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს – გამოდის, რომ ზვიად გამსახურდია არ ყოფილა ქვეყნის პირველი პირი და არც სიცოცხლის უფლება ჰქონია.“
ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს უკავშირდება და მასში ნათქვამია:
„და რას მეუბნებით, ედუარდ შევარდნაძეს ბრალს ვერ წაუყენებდნენ? დაკავების მიზეზი არ იარსებებდა? მაგრამ ასე იქცევიან სახელმწიფოს ლიდერები. ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ცხოვრობდა რეზიდენციაში, ყავდა დაცვა და არ აღძრულა მის წინააღმდეგ არცერთი სისხლის სამართლის საქმე. მათ შორის არც ზვიად გამსახურდიას თემაზე", - წერს გამსახურდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა