რუსებმა ხარკოვი დაბომბეს - დაღუპულია სამი და დაშავებულია 31 ადამიანი
~რუსეთის ძალებმა ხარკოვი დაბომბა, დაღუპულია სამი და დაშავებულია 31 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
როგორც ხარკოვის მერი ტელეგრამ-არხში წერს, დარტყმები ქალაქის ოთხ ადმინისტრაციულ რაიონზე განხორციელდა.
წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტებმა დარტყმები საცხოვრებელ სახლებზე მართვადი საავიაციო ბომბებით განახორციელეს.