თეგებით ძიება

“ამ შემთხვევაში პრემიერად წოდებული ეს ბატონი სრულიად სწორია” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, პრემიერის განცხადებას ეხმაურება.

“ამ შემთხვევაში პრემიერად წოდებული ეს ბატონი სრულიად სწორია. ფოტიგამ, კუბილიუსმა, მიშელმა და ყველა ე. წ უცხოელმა მეგობარმა ეს დაიმსახურეს მას შემდეგ რაც ოპოზიცია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით შეათრიეს პარლამენტში და ამით გადაარჩინეს ოლიგარქის დასამხობად განწირული რეჟიმი. როგორც სჩანს მათ კუს და მორიელის იგავი არ წაუკითხავთ.”

შეგახსენებთ, პრემიერის თქმით, „ევროპარლამენტში 700 დეპუტატია. ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუაზე ვივლით და ვერც კუბილიუსის – ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას".

"ბატონი გლუკსმანი სააკაშვილის მრჩეველი და ვანო მერაბიშვილის მოადგილის, ეკა ზღულაძის მეუღლე იყო. დღეს ეს ადამიანი ჭკუას გვასწავლის ჩვენ. ვინ არის საერთოდ ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს?”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა