თეგებით ძიება

“დადგება დღე, როცა გმირი თავს აიშვებს გისოსებიანი საკნიდან ” – გია გაბრიჭიძე

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:

"გავა ათწლეულები, ასწლეულები და საქართველოში იღაღადებს ლეგენდა რუსთავის ციხეში მიჯაჭვულ გმირზე: რუსთავის ერთ–ერთ ციხეში 320–ე საკანში გმირი იყო მიჯაჭვული. მისი ორი გოშია ნიკა გვარამია და თეა ადეიშვვილი გამუდმებით ლოკავდნენ გისოსებს, რათა გმირს გადაეტეხა და თავისუფლება მოეპოვებინა, მაგრამ როგორც კი გისოსები ისე დასუსტდებოდა, რომ გმირს მათი დამსხვრევის მეტი აღარაფერი დარჩენოდა, ოპოზიციური კოალიცია გრდემლზე უროს დასცემდა და გისოსები ისევ მთლიანდებოდა.დადგება დღე, როცა გმირი თავს აიშვებს გისოსებიანი საკნიდან და პირველ რიგში სწორედ ამ კოალიციურ ოპოზიციას შემუსრავს", - წერს გაბრიჭიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა