თეგებით ძიება

"ესებუობას გილოცავთ! დაჭერილი ყავთ, ფული წაართვეს, რამდენიმე ხანში გაასაჯაროებენ და იტყვიან..." - როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის წლისთავს

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუა სოციალურ ქსელში აქტუალობას არ კარგავს. დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ესებუამ ბანკზე თავდასხმა განახორციელა.

ბანკზე თავდასხმა დღის საათებში მოხდა, შეიარაღებული და ნიღბიანი პირი შენობაში შეიჭრა, მძევლები აიყვანა და გამოსასყიდი მოითხოვა. რამდენიმე საათში მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ $500 000 გადასცეს, რის შემდეგაც ესებუა მიიმალა.

სოციალურ ქსელში ფაქტიდან ერთი წლის გასვლას იუმორისტულად ეხმაურებიან.

"გილოცავთ დღეს ესებუობა ყოფილა"

"გაუთავდება და გამოჩნდება"

"დააბრუნოს რაც დარჩა და შევიწყალოთ. ქართულ მილიციას სირცხვილი ჩამოერეცხება მაიც"

დაჭერილი ყავთ, მაგრამ ჯერ არ აჩენენ, ფული წაართვეს, რამდენიმე ხანში გაასაჯაროებენ და იტყვიან: ---- "სულ დაუხარჯავს მთელი ფული ამ შობელძაღლსო".



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა