თეგებით ძიება

„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

პარლამენტის დეპუტატის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობის მიუხედავად, მხნეობას ინარჩუნებს და საბრძოლო განწყობაზეა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გამბედაობით და საქართველოში დაბრუნებით ყველა გაოცებული დარჩა.

„ჩვენი ეროვნული ღირსებაა, რომ ქართველები დასაბამიდან ვერ იტანენ უსამართლობას, მით უმეტეს, როცა საუბარი ეხება მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ყველა გაგვაოცა თავისი ქმედებით. სტერეოტიპი იყო, რომ თავს მოარიდებს, არ ჩამოვა, მოგვატყუებს.


აჰა, ხალხო, ჩამოვიდა, შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის. ისეთ განწყობაზეა, რომ მე გამოვედი მისგან დამუხტული, ვიდრე მე ვანუგეშე ის. ვნახე ალესილი ხმალი“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დიდგორის ბრძოლას შეადარა და ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა