თეგებით ძიება

ბათუმის ტრაგედიისას გადარჩენილი ერთადერთი ადამიანი, საავადმყოფოდან გაწერეს

8 ოქტომბერს, ბათუმში საცხოვრებელი 7-სართულიანი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევისას გადარჩენილი ერთადერთი ადამიანი, ზვიად თავდგირიძე კლინიკა „მედცენტრიდან“ გაწერეს.

ზვიად თავდგირიძე ნანგრევებიდან მთელი დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდა მაშველებს. ის დაახლოებით 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ნანგრევების ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7-სართულიანი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა