თეგებით ძიება

"შენ უნდა იყო ჩემს გვერდით, გასაგებია?!" - პოლიციელი ქალს მასზე ქორწინებას აიძულებს

მოქმედი პოლიციელი მოქალაქეს მასზე ქორწინებას აიძულებს. „TV 25“ -მა ექსკლუზიური ინფორმაციით, ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი, ნინო კილაძეს, სოციალური ქსელის გარდა, პირად ნომერზე შეტყობინებებს უგზავნის და ურეკავს.

ქალის მტკიცებით, საგამოძიებო ორგანოში პირად საქმეზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც გამომძიებელი ბაკურ გვალია ავიწროვებს. იმ შემთხვევაში, თუ კილაძე გვალიას ცოლად გაყვებოდა, პოლიციელი, სამართლებრივი დავის მის სასარგებლოდ დასრულებას ჰპირდება.

რამდენიმე კვირის წინ, ფაქტზე „მაცნეს“ გადამღებმა ჯგუფმა სიუჟეტი მოამზადა, კილაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ მუქარის შემცველი შეტყობინებები უფრო ხშირად მისდის და თავს დაცულად არ გრძნობს.

ტელეკომპანიის ცნობით, ბაკურ გვალია კითხვებს არ პასუხობს. კომენტარს არც შინაგან საქმეთა სამინისტროში აკეთებენ.

\"შენ უნდა იყო ჩემს გვერდით, გასაგებია?!\" - პოლიციელი ქალს მასზე ქორწინებას აიძულებს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა