თეგებით ძიება

"მარიხუანა პირდაპირ მოქმედებს მამაკაცის სპერმაზე, ანუ რეალურად, შენ უკვე გარანტია აღარ გაქვს, რომ ჯანმრთელი ბავშვი გეყოლება" - ზურა მხეიძე

მარიხუანა პირდაპირ მოქმედებს მამაკაცის სპერმაზე, ანუ რეალურად, შენ უკვე გარანტია აღარ გაქვს, რომ ჯანმრთელი ბავშვი გეყოლება, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ "აზროვნების აკადემიაში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მარიხუანას მოხმარება გაზრდილია ბავშვებში.

"მარიხუანა პირდაპირ მოქმედებს მამაკაცის სასქესო უჯრედზე, ანუ სპერმაზე და იწვევს ცვლილებებს. რეალურად, შენ უკვე გარანტია აღარ გაქვს, რომ ჯანმრთელი ბავშვი გეყოლება. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალი მეუბნება, რომ ქმარი ეწევა და ქმრისგან არის ასეთი ტექსტი: რა გინდა, ვერ გავიგე, რამეს ვაშავებ? რამე გაკლია ოჯახში? - აი, ეს დამოკიდებულება გააკეთეს ვიღაცებმა ტელევიზიით, "გირჩია" თუ არა "გირჩი". ცოტა მოვიხმარე, ხანდახან მოვიხმარე თუ არა, ეს არის დამოკიდებულება, დამოკიდებული ხარ ბიოქიმიურ ცვლილებაზე ნარკოტიკების გავლენით. როცა მას მოთხოვნილება აქვს, ცოლსაც ყიდის, შვილსაც ყიდის", - განაცხადა ზურა მხეიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა