თეგებით ძიება

"დადასტურდა?! ბუსა ჟვანია კვარაცხელიას მკვლელებს მფარველობდა" - ელისო კილაძე

ჟურნალისტი ელისო კილაძის ინფორმაციით, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელებს მფარველობდა.

"დადასტურდა?!
საქმის მასალებით დგინდება, რომ ბუსა ჟვანია კვარაცხელიას მკვლელებს მფარველობდა.
მისი მანქანით იმყოფებოდნენ ისინი სომხეთში კაკულიას შვილებთან !
მკვლელობის მერე მას დაურეკეს პირველს !
პოლიციამ ჟვანიას სახლის მიმდებარე კამერების ჩანაწერები ამოიღო.
p.s.არასოდეს დავწერ იმას,რაშიც ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ !", - წერს ელისო კილაძე.

თავად ბუსა ჟვანია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელების მფარველობასთან კავშირს უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" გია კვარაცხელიას შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით,სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა