თეგებით ძიება

"ბუსა ჟვანიამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელების მფარველობასთან შეხება არ მაქვსო" - რას წერს ელისო კილაძე

ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელების მფარველობასთან კავშირს უარყოფს.

საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტი ელისო კილაძე:

"ბუსა ჟვანიამ უცხოეთში ვიმყოფები საგანმანათლებო მისიითო და ნიკო კვარაცხელიას მკვლელების მფარველობასთან შეხება არ მაქვსო.
ჯერ ერთი რომ ციხეში უნდა იჯდეს გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის გამო და მეორეც, მისი საცხოვრებელი ბინის კამერები საგანმანათლებლო მისიის გამო ამოიღო პოლიციამ ?!", - წერს კილაძე ფეისბუქზე.

მანამდე კილაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა:

"ნიკო კვარაცხელიას მკვლელების შეფარებისთვის ზურაბ ჟვანიას შვილს-ბუსა ჟვანიას ეძებენ?
ციხიდან როდის გამოვიდა,არც კი ვიცოდი !
რა უბედურებაა ეს ?!"

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" გია კვარაცხელიას შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით,სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე დააკავეს.







თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა