თეგებით ძიება

"გამოაქვეყნეთ რამდენჯერ იყო ტუალეტში მიშა ამ 23 დღის განმავლობაში" - ეთერ ნაცვლიშვილი-გოგებაშვილი

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ეთერ ნაცვლიშვილი-გოგებაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:

“მთელი საქართველო ხედავს როგორ იხლაკნება სააკაშვილი როგორც გველი ფიწლებქვეშ, ციხეში მისი მომნახულებლების ნაწილი შფოთავს_ სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლისო, ნაწილი ალესილ ხმალს უწოდებს. დიდი ბოდიში, მაგრამ ამათი საცოდავი კუთვა იქამდეც კი მივიდა, რომ განცხადებები გააშანშალეს, რამდენჯერ იყო ტუალეტში ამ 23 დღის განმავლობაში რომელი პაზოლინი და რომელი ტარანტინო, აბსურდის, პროვინციალიზმის, არშემდგარი სახელწიფოს ისტორია იწერება.. თუ გახსოვთ ყვარყვარე აგრაფინას კაბაში გადაცმული გაიპარა, ეს არაჟნების ყუთებში ჩამჯდარი ანუ გოდრით შემოიპარა,

ახლა მისი საცოდავი ადეპტები დარბიან ქუჩებში , სოფლებში, მაიმუნებივით ახტებიან ბანერებს თუ ტრაფარეტებს

და მე მახსენდება ჩემი ბეგლარა მეწისქვილე, რომელსაც ნაყაჩაღარი სიმინდით ესტუმრა დეზერტირი დათიკო ბრიგადირი და ბეგლარამ წისქვილის სათავე მოშალა, რომ მისი სიმინდი არ დაეფქვა. აქ ბეგლარა ამბობს სიტყვებს: წადი დათიკო, სანამ ცოცხალი ვარ, არ გეღირსება ჩემს წისქვილში დაფქვილი ჭადის ჭამა”
მიშა ტყუილად ჯამბაზობ,შენი ნაწამები ადამიანები, მათი ახლობლები, არასოდეს დაუშვებენ შენს დაბრუნებას, გინდა ციხეში იყავი, გინდა გაძევებული, გინდა შენი ლობისტების ტვიტები ტვიტე და გინდა მარსიდან ჩამოიყვანე უცხოპლანეტელი მხარდამჭერები.

არ ვიცი დაწყნარდება თუ არა ოდესმე ეს ქვეყანა, მაგრამ ის კი მჯერა, რომ იგი წარმოშობს თავის მარიო ვარგას ლიოსას, რომელმაც დაწერა, რომ ათასობით ადამიანის მწამებელი და მკვლელი დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო მოლინა თურმე ლოგინში იფსამდა.

აბა მიხეილის მომხრეებო, შექმენით დოკუმენტები მომავალი ქართველი ლიოსასათვის. გამოაქვეყნეთ რამდენჯერ იყო ტუალეტში მიშა ამ 23 დღის განმავლობაში", - წერს ეთერ ნაცვლიშვილი-გოგებაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა