“ბიძინას რუსთავი ორმა და მთავარმა, ანუ გვარამიამ უარი თქვეს ვიზიტის გაშუქებაზე” – ნათელაშვილის ვიზიტი ამერიკაში
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ამერიკაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. სენატში, კონგრესში, წარმომადგენლობით პალატასა და სხვა სტრატეგიულ ცენტრებში საუბრის თემა საქართველოში არსებული არსებული გეო-პოლიტიკური ვითარება და ახალი არჩევნები იქნება.
შალვა ნათელაშვილი, ამერიკიდან პირველ ფოტოს და წერილს ავრცელებს:
“ვაშინგტონში ვიზიტის პირველი დღე უაღრესად საჭირო იყო ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის.
სენატორ ტედ კრუზის ჯგუფთან და სენატის შეიარაღების კომიტეტში ვიმსჯელეთ ურთულესი გეოპოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის გზებზე.
ასევე უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა პოპულარულ კონგრესმენ მარიო დიაზ ბალარტთან შეხვედრა. ხვალ უფრო დატვირთული პროგრამაა.
ცნობისათვის, ბიძინას რუსთავი ორმა და მთავარმა არხმა ანუ ნიკა გვარამიამ და მისმა პატრონებმა უარი თქვეს ვიზიტის გაშუქებაზე. მოგვიწევს თქვენი ფეისბუქით ინფორმირება.