“ორ ბატს არ ვანდობდი ირაკლი ღარიბაშვილს… სააკაშვილზე აქვთ აგებული კამპანია” – ანა დოლიძე
პოლიტიკოსი, ანა დოლიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამართლიანად გასამართლებაც სახელმწიფო პრესტიჟის საკითხია.
"მე ორ ბატს არ ვანდობდი ირაკლი ღარიბაშვილს, არათუ ადამიანების ბედს, ჯანმრთელობას და სახელმწიფოს ბედს.
ბოლო დღეების გამოსვლებს როცა ვუყურებთ, პრემიერი ღარიბაშვილის… მართლა რა დონემდე შეიძლება დავიდეს პოლიტიკური მოტივაციებით აღტკინებული ადამიანი, ამის მაგალითია… რაზე არის კამპანია ხალხო, არჩევნები უნდათ მოიგონ და რაზე დაყრდნობით, სააკაშვილზე აქვთ აგებული კამპანია მმართველ პარტიას, იმის მაგიერ, რომ იმაზე ილაპარაკონ, რაც თბილისელებს ყველაზე მეტად ადარდებთ. ეს არის ადამიანი, რომელიც არ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში, მას ვერ ვანდობთ ამ მნიშვნელოვანი თემის გადაწყვეტილებას, არა ვარ დარწმუნებული, რომ ეყოფათ კეთილგონიერება", - განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობა.