თეგებით ძიება

„დენთის სუნი ტრიალებს ქვეყანაში! სამოქალაქო ომისკენ მიჰყავს საქმე „ქართულ ოცნებას!" – ვალერი გელბახიანი

ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაზე უარს არ იტყვის, ამის შესახებ "ალიასთან" ინტერვიუში იურისტმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

-მეტიც, უკვე ემზადებიან ამისთვის. ოპოზიცია ხმების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს და ესეც უკვე ცხადია. აგერ „ოცნება“ აქციას მართავს. სამოქალაქო დაპირისპირებამდე ხომ არ მოვა საქმე? დაპირისპირებამდე და ლოკალურ შჯახებებამდე კი არა, სამოქალაქო ომისკენ მიჰყავს საქმე „ქართულ ოცნებას“. აგერ, 22 ოქტომბერს, ღამით, გორის ბაზიდან შსს–ს სპეცრაზმელები, სხვა საგანგებო დანიშნულების დაჯგუფებები მიჰყავდათ ზუგდიდში ეგზეკუციისთვის და აპირებდნენ 35 კაცის დაჭერას, მათ შორის, პოლიციელებისას. ხალხის წინააღმდეგობა რომ არ ყოფილიყო და არ გამჟღავნებულიყო მათი გეგმა, ამას გააკეთებდნენ. ზუგდიდი უკვე წაგებული აქვთ, ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა უკვე ოპოზიციისაა და ეს ვერ მოუნელებიათ. ზუგდიდის მერის არჩევნებსაც წააგებენ და ეს რომ არ მოხდეს, ამ „სპეცნაზებით“, ხალხის დაჭერებით, დაშინებით, შანტაჟით აპირებდნენ სიტუაციის შემოტრილებას. ამას რომ იკადრებს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიის დროს, იმას რაღა უნდა ელაპარაკო? გეუბნება, ქვეყანაში კანონი არ არსებობს, კანონი მე ვარო. ესენი ყველაფერს იკადრებენ. გეუბნები, სამოქალაქო ომზეც წავლენ, ოღონდ ხელისუფლება არ დაკარგონ. დენთის სუნი ტრიალებს ქვეყანაში. არჩევნების მერე ოპოზიცია გარეთ გავა ხმების დასაცავად, ეს ცხადია და და ხელისუფლება მათ დაუპირისპირებს „სპეცნაზებს“, პოლიციას… ამის შემაკავებელი ფაქტორი კიდევ არ ჩანს. ეროპელებისა ამათ არ სჯერათ, ამერიკელებს აგინებენ. უცხოელ პოლიტიკოსებს, ვინც ამათ გონზე მოსვლას, დემოკრატიული არჩნების ჩატარებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩვნების დანიშვნას ურჩევს, ყველას „ნაციონალების“ და მიხეილ სააკაშვილის მოსყიდულებს, მათ ლობისტებს ეძახიან.

– არ ეყოფათ გონიერება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანონ საქმე?

– სად აქვთ გონიერება, ხელისუფლებას არიან ჩაჭიდებულნი, არაფრის დათმობა არ უნდათ, ერთი ქალაქის საკრებულოსი თუ ერთი მერის პოსტისა, ვერ ხედავთ?!

– დასავლეთი ამ საფრთხისშემცველ სიტუაციას ვეღარ შეაკავებს, ვერ განმუხტავს?

– ვერავინ შეაკავებს, რადგან აცხადებენ, არ მოვაგებინებთ ოპოზიციას არჩევნებსო, კუნთებზე იყურებიან, სხვა გზა არ დარჩათ. ხალხს არ ვეკითხებით და არ გვაინტერესებს ხალხის არჩევანიო და რა უნდა უპასუხო? ან დასავლეთმა მეტი რაღა უთხრას, წლებია ამათ უჩიჩინებენ და ვერაფერი შაგნებინეს.

– რასაც აპირებს, თუ ის გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და სამოქალაქო ომს გადავრჩით, ქვეყანაში ღია დიქტატურას დაამყარებს? სხვა გზა დარჩებათ ხელისუფლების შესანარჩუნებლად?

– დიქტატურა კარგა ხანია დამყარებულია, ამაზე დიდი დიქტატურა რა შეიძლება იყოს?! კანონი არ არსებობს, ყველაფერს უკანონოდ აკეთებენ და იძახიან, ფეხები არ მოგვჭამოთო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა