თეგებით ძიება

"სააკაშვილის ექსტრადაციაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს" - რადას დეპუტატი

რადას დეპუტატის ინფორმაციით, უკვე ერთ კვირაზე მეტია, მისი ქვეყნის დიპლომატიური უწყება სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირების საკითხზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"უკრაინის ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან მიმართებაში არ შეცვლილა. ჩვენი დიპლომატები ამ საკითხის მოგვარებით არიან დაკავებული. იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა, უკრაინის მოქალაქე წავიყვანოთ სამშობლოში.

სააკაშვილის ექსტრადაციის შესახებ მოლაპარაკებები უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, საერთო ენას გამოვნახავთ და გამოსავალს მოვძებნით, რომ სააკაშვილი უკეთ პირობებში იმყოფებოდეს და მან, როგორც უკრაინის მოქალაქემ, შეძლოს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოსვლა. მოლაპარაკებები დიპლომატების დონეზე იმდინარეობს, ამ მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობ, ამიტომაც იმ ადამიანების სახელებს ვერ დავასახელებ", - ამბობს იულია კლიმენკო.

წყარო – ტვ პირველიახ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა