“სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენს არ უნდიხარ” – წულუკიანი
თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
“სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ.
დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში და ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება, ასე ცხოვრობდა ყველა ჩვენამდე ამ მიწაზე და ჩვენც წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლა.”