თეგებით ძიება

საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, უკიდურესად გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება - ჯო უილსონი

სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მურ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უსა­ზღვროდ გა­ბე­დუ­ლი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა, შე­უ­ერ­თდა რა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს და მო­ი­თხო­ვა თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, კონ­გრეს­მე­ნი ჯო უილ­სო­ნი გა­მო­ცე­მა Сharleston Mercury-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში წერს.

მისი თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტი და და­ა­ყე­ნა არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი, ასე­ვე მი­ი­ღო დრა­კო­ნუ­ლი კა­ნო­ნე­ბი, რო­მე­ლიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კრი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენს, სცე­მენ და აპა­ტიმ­რე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ებს.

„მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­მა­ცი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი აგ­რძე­ლებს პრო­ტესტს. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მურ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, უკი­დუ­რე­სად გა­ბე­დუ­ლი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა, შე­უ­ერ­თდა რა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს და მო­ი­თხო­ვა თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ჩემს ორ­პარ­ტი­ულ და ორ­პა­ლა­ტი­ან კო­ლე­გებ­თან ერ­თად ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვილს გვერ­დით ვდგა­ვარ. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ამე­რი­კელს, გვერ­დში და­უდ­გეს ქარ­თვე­ლებს, რად­გან ისი­ნი იბ­რძვი­ან სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“, - წერს უილ­სო­ნი.

მისი თქმით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დიდ მე­გობ­რებს შო­რი­საა და მათი კონ­სტი­ტუ­ცია შე­ი­ცავს დე­ბუ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოს ხდის სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სატ­ლან­ტი­კურ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში უფრო ღრმა ინ­ტეგ­რა­ცი­ას.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბა კარ­გია ამე­რი­კის­თვის და ხელს უშ­ლის აშშ-ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა და ურ­თი­ერ­თო­ბა ამ თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხის მი­მართ“, - წერს უის­ლო­ნი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა