თეგებით ძიება

"დედამ შვილებისა და მეუღლის დაღუპვის ამბავი ემიგრაციაში გაიგო" - რას ჰყვებიან ავარიის შედეგად დაღუპულთა ახლობლები?

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და კა­ხეთ­ში. ბა­კურ­ცი­ხე - თბი­ლი­სის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე, ბარ­ჯის­ხე­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას ოჯა­ხის სამი წევ­რი ემსხვერ­პლა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ტრა­ი­ლე­რის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, მო­ცურ­და და მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნებს და­ე­ცა. შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი კი მძი­მედ და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან რო­მან ოსი­ტაშ­ვი­ლი და მათი ვა­ჟე­ბი და­ვით და ნიკა ოსი­ტაშ­ვი­ლე­ბი, ასე­ვე რო­მან ოსი­ტაშ­ვი­ლის ქვის­ლი და­ვით ჭუ­ა­ძე. რო­გორც AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლი ოსი­ტაშ­ვი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი უყ­ვე­ბი­ან, ტრა­გე­დია იმ დროს მოხ­და, როცა ოსი­ტაშ­ვი­ლე­ბი და ჭუ­ა­ძე გურ­ჯა­ან­ში მი­დი­ოდ­ნენ.

ოსი­ტაშ­ვი­ლე­ბი ახ­შა­ნი­დან (სო­ფე­ლი ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში (ქის­ტა­უ­რის თემი) იყ­ვნენ.

"გურ­ჯა­ან­ში მიჰ­ყავ­და დათო ჭუ­ა­ძეს ქვის­ლი სა­ო­პე­რა­ცი­ოდ, სწო­რედ ამ დროს მოხ­და ავა­რია. სა­უ­ბა­რიც მი­ჭირს, ვე­რა­ფერს ვამ­ბობ" - ამბობენ ახ­ლობ­ლე­ბი.

უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი და­თოს და ნი­კას დე­დამ ემიგ­რა­ცი­ა­ში შე­ი­ტყო.

"სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი ხდე­ბა. მამა და მისი ორი ვაჟი და­ი­ღუ­პა და ეს ამ­ბა­ვი ბი­ჭე­ბის დე­დამ ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ი­გო. იტა­ლი­ა­შია წა­სუ­ლი. მო­ნატ­რე­ბულ შვი­ლებს და მე­უღ­ლეს ცო­ცხლებს ვერ ჩა­ე­ხუ­ტა. ბი­ჭე­ბის გარ­და ერთი გოგო დარ­ჩა ხა­თოს. ყვე­ლა სი­ტყვა უძ­ლუ­რია ამ ტრა­გე­დი­ას­თან" - ამ­ბო­ბენ გარ­დაც­ვლი­ლი ოსი­ტაშ­ვი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი.

ბა­კურ­ცი­ხე - თბი­ლი­სის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა