მიხეილ სააკაშვილი - უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობასთან დაკავშირებით ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებაზე უარს აცხადებს. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, ცოტა ხნის წინ, მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა.
ექსპრეზიდენტი შეხვედრების ოთახისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას მოითხოვს.
როგორც წერილშია აღნიშნული, მას არ ეძლევა საშუალება, ადვოკატს წერილები გადასცეს.
"ნომერ მე-12 ციხის, ივანიშვილის დილეგის უფროსს, ზურაბ მოდებაძეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება: ამ წუთიდან, უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებასა და შემოწმებაზე, მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება, - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.