ეს სრულიად არანორმალურია. ამის გამო, მან უარი თქვა სამედიცინო დახმარებაზე - გიოული ალასანია სააკაშვილზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დედამისმა, გიული ალასანიამ მოინახულა.
როგორც ციხის დატოვების შემდეგ გიული ალასანიამ განაცხადა, სააკაშვილი დასუსტებულია, თუმცა მხნედ და იმედიანად არის.
მისივე თქმით, იმის გამი, რომ ექსპრეზიდენტს საკუთარ ადვოკატებთან შეხვედრა შეუზღუდეს, მან სააკაშვილმა სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა.
"ძალიან გამიკვირდა ის, რომ ადამიანს შეუზღუდეს საკუთარ ადვოკატებთან შეხვედრა. ეს სრულიად არანორმალურია. ამის გამო ამან პასუხად უარი თქვა რეანომობილზე და სამედიცინო დახმარებაზე. მე ჩემს შვილთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ შუაში გვაქვს ფანჯარა. ურთიერთობა არ გვაქვს. მივხვდი, რომ ასეთი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ადვოკატებთან. ეს არაფრით არ შეიძლება, რადგან ადვოკატთან ურთიერთობა და საუბარი უნდა იყოს კონფიდენციალური.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.