მიხეილ სააკშვილს ამერიკელი იურისტიც დაიცავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი იურისტი, ჯონ სენდვიჯი ჩაერთვება. ინფორმაციას "მთავარი არხის" დამფუძნებლი, სააკაშვილი ადვოკატი, ნიკა გვარამია ავრცელებს.
გვარამიას თქმით, ჯონ სენდვიჯი აშშ-დან საქართველოში ჩამოვა და აღნიშნულ საქმეზე მთავარი საერთაშორისო სპიკერი იქნება:
ჩვენ ველოდებით აშშ-დან მიხეილ სააკაშვილის იურისტს, რომელიც ძალიან მაღალი კვალიფიკაციისაა და ძალიან მაღალი თანამდებობები ეჭირა ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციაში. ის იქნება მთავარი საერთაშორისო სპიკერი ამიერიდან და ისაუბრებს საერთაშორისო რანგითაც და საქართველოს მიმართულებითაც მთავარ საკითხებზე. დიახ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ ყველაფერს ჰქონდეს უმძიმესი შეფასებები და დავფაროთ ამ შეფასებებით მთელი საერთაშორისო საზოგადოება, - თქვა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.