"თუ ვინმეს კიდევ ეჭვი გეპარებათ, რომ მე პუტინის პირადი ტყვე ვარ, ნახეთ..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი
საპყრობილეშისაქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი ენგურის ხიდის დაკეტვას ეხმაურება და წერს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ტყვეა.
"თუ ვინმეს კიდევ ეჭვი გეპარებათ, რომ მე პუტინის პირადი ტყვე ვარ, ნახეთ, როგორ ჩაიკეტა, მეორე ტურის წინ, გალის ოკუპაციის ხაზი. ყველამ კარგად იცის, რომ გალიდან ამომრჩეველთა თითქმის 100% სწორედ ჩვენ გვაძლევს ხმას და ახლაც ჩათვალეს, რომ მათი გადმოშვება კიდევ უფრო გააუარესებს ივანიშვილის მდგომარეობას სამეგრელოში.
მაინც დამთავრებულები არიან!", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.