თეგებით ძიება

რუსმა სამხედროებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა სამხედროებმა საქართველოს 2 მოქალაქე ჩორჩანადან გაიტაცეს, შემთხვევა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მაშინ მოხდა.

ფაქტი იმ დროს მოხდა, როცა ვალერი გაგნიძე და ზაზა მელიქიშვილი სხვა თანასოფლელებთან ერთად ოჯახისთვის შეშას აგროვებდნენ.

ოჯახის წევრების თქმით, მათ არ იციან, თუ რა პირობებში მოხდა გატაცება. როგორც ისინი აცხადებენ, გატაცების შესახებ თავდაპირველად იმ პირმა შეატყობინა, რომელიც შეშის მოსატანად მათთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ოკუპანტების გამოჩენისას დამალვა შეძლო.

მომხდარს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყებაში ამბობენ, რომ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი სტრუქტურა და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა