"ჯერ თმებით ათრია და მერე დაჭრა..." - ქალებს შორის დაპირისპირება ფოთში დაჭრით დასრულდა
ფოთში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ამის შესახებ "რუსთავი 2" წერს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაჭრა ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარედ მოხდა და მას წინ დაპირისპირება უძღოდა. მოტივი და მიზეზი თვითმხილველებისთვის უცნობია, თუმცა კურიერის ინფორმაციით, დაპირსპირების მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ეჭვიანობა.
"შიგნით არ შემოსულან, შიგნით არაფერი არ მომხდარა, გარეთ გამოვიდა ეს, ახლობლები იყვნენ და გამოვიდნენ სალაპარაკოდ," - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ქირურგი ომარ მინდიაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალს ჭრილობები კისრისა და ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული. მას ჭრილობები დაუმუშავდა და ბინაზე გაეწერა:
"ქალი შეუვარდა მაღაზიაში ჯერ თმებში სტაცა, მერე ათრია, მერე გამოიყვანა გარეთ და მიაყენა ჭრილობა, დაჭრილი იყო კისრის და ბარძაყის არეში. დავამუშავეთ ჭრილობები და გავუშვით სახლში," - განაცხადა ომარ მინდიაშვილმა.
ამ დროისთვის ბრალდებული ქალი უკვე დაკავებულია, დაზარალებულს კი პოლიცია კითხავს.