თეგებით ძიება

"მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე" - აშშ-ის ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით სხვადასხვა საარჩევნო უბანს სტუმრობს. კელი დეგნანმა პირველი კომენტარი რუსთავში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან გააკეთა.

ის ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სწორედ არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობა უზრუნველყოფს იმას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობ, როგორც დამკვირვებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც ქართველი ხალხი გამოდის იმისათვის, რომ მისცეს ხმა, უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება მათი არჩეული ლიდერების და გააკეთონ განაცხადი იმაზე, თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული.

ჯერჯერობით, რა საარჩევნო უბნებზეც ვიყავი, პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, ყველაფერი არის კარგად ორგანიზებული, ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, რომ მისცენ ხმა, ასევე დაცულია უსაფრთხოება კოვიდის მხრივ. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს უბანზე და მისცეს ხმა, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მათი ხმა იქნეს გაგონილი. არჩევნები დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი არსია, ხოლო ქართველი ხალხი არის ქართული დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი," - განაცხადა დეგნანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა