თეგებით ძიება

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პუტინთან სატელეფონო ზარებისგან

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო ზარებისგან.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ახლა არ უნდა მივიდეთ რბოლამდე კრემლში ყურადღების მიქცევისთვის. თუ ევროპელი სახელმწიფოს მეთაურები კოორდინირებულ ან არაკოორდინირებულ სატელეფონო ზარებს განახორციელებენ პუტინთან, ეს პროცესს ვერ დაეხმარება“, – ამბობს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მინისტრის თქმით, საჭიროა კოორდინირებული რეაგირება, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ, უპირველეს ყოვლისა, უკრაინასთან.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ორი წლის განმავლობაში პირველად ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა